logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა

1746532375

სახელმწიფო საწარმოს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა.

როგორც სახელმწიფო კომპანიის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  2021 წლიდან 2025 წლამდე ზარდიაშვილი მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.

ზარდიაშვილი იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ასევე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2007-2010 წლებში ქ. თბილისის მერიაში იკავებდა სხვადასხვა მმართველობით პოზიციას.

გამოგვყევით