2025 წლის 5 მაისს Skype-მა არსებობა შეწყვიტა. ინფორმაციას Microsoft-ი ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ცვლილება შეეხებათ, როგორც უფასო, ასევე Skype-ის ფასიან პროფილებსაც, მაგრამ არა Skype for Business-ს. ამასთან, Skype-ის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა გადავიდნენ Microsoft Teams Free-ზე, რომელიც მომხმარებელს მსგავსი ძირითადი ფუნქციების უმეტესობას სთავაზობს.
„შედით Microsoft Teams Free-ში ნებისმიერი მხარდაჭერილი მოწყობილობიდან თქვენი Skype-ის ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით და თქვენი კონტაქტები და ჩათები ავტომატურად გადაიტანება. თქვენ ასევე მიიღებთ შეტყობინებას Skype აპლიკაციაში, რომელიც მოგთხოვთ მიიღოთ ზომები თქვენი მონაცემების მიგრაციისთვის,“- წერია Microsoft-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საკომუნიკაციო პლატფორმა Skype მომხმარებლებს 2003 წლიდან ემსახურებოდა.