ტექნოლოგიურმა კომპანია Aurora Innovation-მა მძღოლის გარეშე პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. ამის შესახებ გამოცემა CNN წერს.
კომპანიის მონაცემებით, მან 400-კილომეტრიან მარშრუტზე იმოძრავა, რა დროსაც სალონში არ იმყოფებოდა არც მძღოლი და არც უსაფრთხოების ინჟინერი.
მათი განცხადებით, ავტომატიზებული ტრანსპორტი ლოგისტიკურ სექტორს მნიშვნელოვნად შეცვლის. კომპანია გეგმავს, წლის ბოლომდე ავტონომიური სატვირთოების რაოდენობა გაზარდოს და ამ სერვისით პარტნიორ მსხვილ დამკვეთებს მოემსახუროს.
ექსპერტების ნაწილი ახალი ტექნოლოგიის შესაძლებლობებს ადასტურებს, თუმცა მიუთითებს, რომ სიახლის ფართო დანერგვამდე საჭიროა მკაფიო რეგულაციები და დამატებითი კვლევები უსაფრთხოებაზე.