logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4 თვეში 2.2 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურნენ

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4 თვეში 2.2 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურნენ

1746690920

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 2 182 811 მგზავრი შეადგინა (2024 წლის იანვარ-აპრილი - 1 936 381 მგზავრი). 

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, რაც შეეხება რეისების რაოდენობას, 2025 წლის პირველ 4 თვეში რეისების რაოდენობა 16%-ით არის გაზრდილი და ჯამურად  9 908 რეისია შესრულებული საქართველოს აეროპორტებში (2024 წლის იანვარ-აპრილი - 8 554 რეისი).

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის ოთხ თვეში - 1 442 525 მგზავრი და 7 283 რეისი მიიღო, რაც გასული წლის პირველ 4 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 13%-იან ზრდასა (2024 წლის 4 თვე - 1 278 447 მგზავრი) და რეისების 17%-იან ზრდას წარმოადგენს (2024 წლის 4 თვე - 6 235 რეისი).

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506 564 მგზავრსა და 1 533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495 235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 233 722 მგზავრსა და 1 092 რეისს მოემსახურა. Წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 43,7%-იანი ზრდა (2024 წლის 4 თვე -162 699 მგზავრი) და რეისების 36,7%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 779 რეისი).

რაც შეეხება აპრილის თვეს, ჯამურად საქართველოს აეროპორტები 2025 წლის აპრილში 648 168 მგზავრსა და 2 846 რეისს მოემსახურნენ. 2024 წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 24%-იანი (2024 წლის აპრილი - 521 139 მგზავრი) და რეისების 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2024 წლის აპრილი - 2 399 რეისი).

აპრილის თვეში თბილისის აეროპორტში 424 907 მგზავრი და 2 066 რეისი დაფიქსირდა. 2024 წლის აპრილთან შედარებით, მგზავრთნაკადის 17%-იანი (2024 წლის აპრილი - 364 511 მგზავრი) და რეისების 15%-იანი ზრდა  ფიქსირდება (2024 წლის აპრილი 1 794 რეისი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილში, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  მგზავრთნაკადის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა  გასულ თვეში 145 137 მგზავრი და 423 რეისი მიიღო, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 49%-იან ზრდას (2024 წლის აპრილი - 97 220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით 28%-იან ზრდას წარმოადგენს (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი აპრილში 78 124 მგზავრსა და 357 რეისს მოემსახურა. წინა წლის აპრილის თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 32%-იანი (2024 წლის აპრილი - 59 408 მგზავრი) და რეისების 30%-იანი ზრდა  დაფიქსირდა (2024 წლის აპრილი - 275 რეისი).

გამოგვყევით