logo
Loading data...

ლარის მასის ზრდა შენელდა - აპრილში 70 მლნ-ით მოიმატა

ლარის მასის ზრდა შენელდა - აპრილში 70 მლნ-ით მოიმატა

1715350380

სებ-ის სტატისტიკით, ნაღდი ფულის მიმოქცევის ზრდის ტემპი 2.2-ჯერ შემცირდა. აპრილში, ლარი მიმოქცევაში, მხოლოდ 70 მლნ ლარით გაიზარდა (მარტის 171 მილიონიანი მატების შემდეგ) და 01.05.2024-ისთვის 5.745 მლრდ ლარს გადააჭარბა. იანვარ-თებერვალი კი პირიქით იყო, 430 მილიონიანი კლება აღინიშნა.

ბოლო საანგარიშო, აპრილის თვეში რეფინანსირების სესხები 55 მლნ ლარით შემცირდა (მარტში +190 მლნ; თებერვალი +130 მლნ), ერთდღიანი სესხებიც აღარ გაცემულა და პირველი მაისის მდგომარეობით ნაშთი, 215 მილიონით, 35 მლნ ლარამდეა შემცირებული. 

აფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზეც გარიგებები არ დადებული. სახაზინო ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე აქტივობები ნოემბრიდან შეწყვეტილია. 

მთლიანობაში, აპრილში ბანკების წმინდა დავალიანება 2.4 მლრდ -მდე შემცირდა, მარტის 400 მილიონიანი მატების შემდეგ. თებერვლის ბოლოს კი პორტფელის ნაშთი 2.25 მლრდ ლარს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში სებ-ს სავალუტო ინტერვენციებისთვის არ მიუმართავს (ზედამხედველის აქტივობა ნოემბრიდან არ აღინიშნება). Bmatch-ზე თებერვლის წმინდა შესყიდვებმა 77.5 მლნ აშშ დოლარი, მარტის, $128 მილიონი შეადგინა. აპრილის წმინდა შესყიდვები კი $70 მილიონის ფარგლებშია. 

თებერვალში სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვა თითქმის მთლიანად სპოტ გარიგებებზე მოდიოდა (98.3%) და $2,6 მილიარდს გადააჭარბა  (+4,3%Y.Y). 

სებ-ის წილი მთლიან სავალუტო ვაჭრობაში თვეების მიხედვით (2024-2023)

   2024    2023
იანვარი 0.3% 4.9%
თებერვალი  3.0% 3.4%
მარტი  7,2%
აპრილი    10.8%
მაისი 5.2%
ივნისი 5.0% 
ივლისი 9.1%
აგვისტო 3.9%
სექტემბერი 2.6%
ოქტომბერი 3.5%
ნოემბერი 0.6%
დეკემბერი    0.1%

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით