logo
Loading data...

მცენარეთა მოვლის სერვისზე მოთხოვნა გაორმაგდა - "ბუტკო"

მცენარეთა მოვლის სერვისზე მოთხოვნა გაორმაგდა - "ბუტკო"

1715350200

მცენარეთა მოვლის სერვისზე მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთანსაქართველოში მცენარეების პირველი სასტუმროს - „ბუტკოსთანადამფუძნებელმა არჩილ ღოღობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ბუტკო" ფიზიკური მაღაზიისა და ევროპული სტანდარტების ყვავილების სკოლის  გახსნას გეგმავდა, თუმცა სერვისზე გაზრდილი მოთხოვნის გამო აღნიშნული გეგმა დაპაუზდა.

"ჩვენ დავიწყეთ მცენარეების მოვლის კურსის ჩატარება, რაზეც დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ყოველ სეზონზე უფრო და უფრო დიდი მოთხოვნაა ჩვენს სერვისზე, უკვე თითქმის ყველა სივრცეში გვხვდება მცენარეები. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ფიზიკური პირები, ისე კომპანიები, რომლებიც ქირაობენ მებაღის მომსახურებას, თუმცა უდიდესი ნაწილი ფიზიკური პირები არიან. გარდა ამისა, ჩვენ, მოქალაქეებს გარდა ადგილზე მომსახურებისა, ონლაინაც ვუწევთ უფასო კონსულტაციას.

ამასთან, მოქალაქეები თავის მცენარეებს გვიტოვებენ მოსავლელად 1 წლით, ან რამდენიმე თვით. უნდა აღინიშნოს, რომ მოკლე პერიოდით მცენარეებს არ ვიტოვებთ, რადგან სტრესულია მათთვის", - აცხადებს ღოღობერიძე.

 შეგახსენებთ, ყვავილების სასტუმროს სერვისი ინოვაციურია არა მხოლოდ ქართული ბაზრისთვის, არამედ ევროპულისთვისაც და ჯერჯერობით, ასეთი დაწესებულება მხოლოდ ლონდონში ფუნქციონირებს. საქართველოში მცენარეების პირველი სასტუმრო „ბუტკო“ კი 3 წლის წინ ტაბახმელაში გაიხსნა. ახლა კი ის თბილისში მდებარეობს, სადაც არდადეგების, შვებულების თუ სხვა მიზეზით სახლიდან წასვლის პერიოდში, მომხმარებლები თავიანთ მცენარეებს მოსავლელად ტოვებენ.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით