logo
Loading data...

ახალი ტურისტული ობიექტი "შალე კვირიკე" პირველ სტუმრებს ივნისში მიიღებს

ახალი ტურისტული ობიექტი "შალე კვირიკე" პირველ სტუმრებს ივნისში მიიღებს

1714474380

ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში მდებარე სასტუმრო „შატო კვირიკე“ ფართოვდება. ახალი ტურისტული ობიექტი „შალე კვირიკე“, რომელიც „შატო კვირიკედან“ 25 წუთის სავალზეა პირველ სტუმრებს ივნისში მიიღებს.

როგორც სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ამ ეტაპზე ტურისტულ ობიექტამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, ეს იქნება ოთხივე სეზონზე გათვლილი საკურორტო ტერიტორია.

„ახალ ტურისტულ ობიექტ "შალე კვირიკეში“ მომხმარებლებს დახვდებათ 180 გრადუსიანი პანორამული ხედი, რომელიც მთლიანად შავი ზღვისპირეთს და პალიასტომის ტბას გადაჰყურებს. ასევე ტერიტორია მოიცავს სარესტორნე სივრცეს და 20 დასასვენებელ კოტეჯს. კომპლექსი თითქმის დასრულებულია. მსგავსი ტიპის დასასვენებელი ობიექტი ქობულეთის რაინში არ არსებობს“, - აცხადებს ლელა წულუკიძე.

ცნობისთვის, „შატო კვირიკე“ 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში ზღვასა და მთას შორის მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელით.

გარდა ამისა, „შატო კვირიკეში“ დამსვენებლებს ე.წ ეთნოგრაფიული მუზეუმი, 300 წლის ისტორიის მქონე შენობა და ღვინის მარანი დახვდებათ.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით