logo
Loading data...

საქართველომ ტურიზმიდან I კვარტალში $807.7 მლნ მიიღო

საქართველომ ტურიზმიდან I კვარტალში $807.7 მლნ მიიღო

1714472640

საქართველოში, 2024 წლის პირველ კვარტალში,  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და  $807.7 მილიონი შეადგინა, -  ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 39.6%-ით (229 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს კი +1.5%-ით (12.3 მლნ. აშშ. დოლარით).

მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა.

სოფო ქსოვრელი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით