logo
Loading data...

საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო მთავრობებს ხელოვნური ინტელექტის რისკების შეფასებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო მთავრობებს ხელოვნური ინტელექტის რისკების შეფასებისკენ მოუწოდებს

1714058040

საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს მკვლევრებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც მთავრობებს მოუწოდებენ, შეაფასონ ახალი ტექნოლოგიები.

ანგარიშის წამყვან ავტორს პიტერ გლუკმანს ინტერნეტის გაჩენის მაგალითი მოჰყავს, როგორც რეგულირების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ხელოვნური ინტელექტის რისკები და სარგებელი.

„ვთქვათ, ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს განათლების პერსონალიზებისთვის ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სამკურნალოდ. ეს ალბათ ძალიან კარგია, მაგრამ არის სხვა მოსაზრებები, რომლებიც გასათვალისწინებელია - მაგალითად, შესაძლო ზიანი. ჩვენ გვჭირდება ანალიტიკური ჩარჩო, ამ საკითხებზე ფიქრისთვის. როდესაც ინტერნეტი განვითარდა, ყველამ თქვა, რომ ეს იქნებოდა შესანიშნავი - ის გვპირდებოდა მსოფლიოს დემოკრატიზაციას, ინფორმაციის გაზიარებას. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მაშინაც კი ამბობდნენ, რომ მას გარკვეული კონტროლი უნდა ჰქონდეს, რადგან ეს შეიძლება გახდეს დეზინფორმაციის წყარო და ა.შ. რა მოხდებოდა, თუ ჩვენ მაშინ დავიწყებდით ინტერნეტის რეგულირებას გლობალურად, ისევე, როგორც ჩვენ ვარეგულირებთ ტელეკომუნიკაციებს? რეალურად გვექნებოდა იმდენი პრობლემა სოციალურ მედიასთან, როგორც ახლა?“, - ამბობს პიტერ გლუკმანი.

მარტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო პირველი გლობალური რეზოლუცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც მოუწოდებს ქვეყნებს, დაიცვან ადამიანის უფლებები, პერსონალური მონაცემები და აკონტროლონ ხელოვნური ინტელექტის რისკები.

არასავალდებულო რეზოლუცია, შემოთავაზებულია შეერთებული შტატების მიერ და თანადაფინანსებულია ჩინეთისა და 120-ზე მეტი ქვეყნის მიერ. ის ასევე, მხარს უჭერს კონფიდენციალურობის პოლიტიკის გაძლიერებას.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით