logo
Loading data...

"შატო კვირიკე" - ზაფხულის სეზონზე 90%-მდე დატვირთვას ველოდებით

"შატო კვირიკე" - ზაფხულის სეზონზე 90%-მდე დატვირთვას ველოდებით

1714643062

ქობულეთში მდებარე სასტუმრო-კომპლექსი "შატო კვირიკე" ზაფხულის სეზონზე 90%-მდე დატვირთვას ელოდება.

როგორც  ტურისტული ობიექტის გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ივნისის თვე უკვე დაჯავშნილია.

"სასტუმრო-კომპლექსის ტერიტორიაზე გვაქვს მარანი, სადაც ღვინოს ვაწარმოებთ. დამსვენებელს შეუძლია ჩამოვიდეს დაისვენოს, დააგემოვნოს ჩვენი ტრადიციული კერძები, დაესწროს ყურძნის დაწურვის პროცესს (თუ შესაბამისი პერიოდი დაემთხვა) და ადგილზე დააგემოვნოს.

ივნისიდან აქტიურად ველოდებით ტურისტულ ნაკადებს. ჩვენ ჩვენი სატრანსპორტო საშუალება გვაქვს, რითაც უზრუნველვყოფთ დამსვენებლების ტრანსპორტირებას სასტუმრომდე. ივნისში უკვე გვაქვს ჯავშნები ისრაელიდან, გალფის ქვეყნებიდან და ასევე ბელორუსიიდან. ივნისის თვეში სასტუმრო 65%-ით დაიტვირთება.

ჩვენი დამსვენებლების უმეტესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა, დაახლოებით, 60%, ხოლო 40% უცხოელი. წინა წელთან შედარებით მოთხოვნაა გაზრდილია", - აცხადებს ლელა წულუკიძე.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, "შატო კვირიკე" ზაფხულის სეზონზე სანაპირომდე მისასვლელად ღია ელექტრომობილების დამატებას გეგმავს.

"ჩვენ რამდენიმე მეტრის მოშორებით ვართ სანაპირო ზოლიდან და სწორედ, ამიტომ გაჩნდა აღნიშნული სერვისის დამატების იდეა", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, შატო კვირიკე6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში ზღვასა და მთას შორის მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელით.

გარდა ამისა, „შატო კვირიკეში“ დამსვენებლებს ე.წ ეთნოგრაფიული მუზეუმი, 300 წლის ისტორიის მქონე შენობა და ღვინის მარანი დახვდებათ.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით