logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ეკონომიკაში რომ რაიმე სერიოზული ცვლილებები ხდებოდეს, ეს აუცილებლად აისახებოდა პირველ რიგში სავალუტო კურსზე"

"ეკონომიკაში რომ რაიმე სერიოზული ცვლილებები ხდებოდეს, ეს აუცილებლად აისახებოდა პირველ რიგში სავალუტო კურსზე"

1715789331

,,დღეს როგორც კი მიტინგის ტალღა დაწყნარდა, ახალი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოსდა ქართული ეკონომიკა კრახის წინაშე დგას. ამის მაგალითად კი ლონდონის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე(LSE), რამდენიმე წამყვანი ქართული კომპანიის აქციების ვარდნა მოჰყავთ. აქ პირველ რიგში წამყვანი ქართული ბანკის „საქართველოს ბანკის“ აქციების 10 %-იანი ვარდნა სახელდება და ფასდება კატასტროფულადაც კი. რადგან ამ სახის ინფორმაციის გავრცელება, თან მით უმეტეს სოცქსელებში არ არის გართობის უწყინარი ელემენტი, მსურს განმარტებები გავაკეთო ამ მეტად სახიფათო თამაშზე, - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე წერს.

ის აღნიშნავს, რომ აქცენტირება კომერციულ, თან წამყვან საბანკო ინსტიტუტზე შემთხვევით არ არის გადატანილი, რადგან ცნობილია, რომ ეკონომიკური კრიზისები ხშირად სწორედ საბანკო კრიზისებით იწყება, რაც „დეპოზიტების გაქცევის“ სახელითაც არის ცნობილი.

„საფონდო ინდექსებზე და ცალკეული კომპანიების აქციებზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური ინფორმაცია, მაგალითად კვარტალური შედეგები, არამედ ნეგატიური მოლოდინებიც, რაც პროვოცირდება ხოლმე ნეგატიური და არც თუ იშვიათად დამახინჯებული ინფორმაციის სახით.

როდესაც იქმნება ნეგატიური მოლოდინი, ინვესტორები, როგორც წესი, იწყებენ ამ მოლოდინებთან დაკავშირებული აქტივების მოცილებას, რაც წარმოქმნის რა დისბალანსს მოთხოვნა-მიწოდებაში, აისახება აქციების ფასის ვარდნაში. აქ არაფერი განსაკუთრებული არა არის. როდესაც ხდება აქციების ფასის ვარდნა, ბალანსურად მცირდება კომპანიის კაპიტალიზაციაც, რაც საბაზრო ფასიდან გამომდინარეობს.

საფონდო ბაზრების ისტორია ამის კარგი არქივია, თუმცა როდესაც ეს ნეგატივი იცვლება პოზიტივით ანუ დროში არ ხდება ზედმეტი პანიკური ელემენტის შეტანა, პირიქით, არსებული დისბალანსი იცვლება მოთხოვნის მხარეს, რადგან დაბალი ფასი ხდება მოთხოვნის ზრდის სტიმულატორი, შესაბამისად, აქციების ფასი იწყებს ზრდას და ხშირად ვარდნის დაწყების წერტილზე მაღალ ნიშნულზეც კი ადის! ამის არაერთი კარგი მაგალითი არსებობს, თუნდაც კიდევ ერთი ქართული ბანკის „თი ბი სი ბანკის" მაგალითზე.

როდესაც დროის ფაქტორზე ვამახვილებ ყურადღებას, მხედველობაში უნდა მივიღოთ 20-დღიანი პროტესტის პიკურიდან ჩამოსვლის მრუდი. თუ შევთანხმდებით, რომ მესამე მოსმენით საჯილდაო ქვად ქცეული "გამჭვირვალობის კანონი" პარლამენტის მიერ მიღებულია, ხოლო მთელი სპეკულაცია ამ კანონის ირგვლივ ფაქტობრივად დასრულებულია, პროტესტის პიკი აღმავალი ვეღარ იქნება.

შეიძლება ქართული ოპოზიცია და არასამთავროების ნაწილი, ორკვირიანი სერტიფიკატებით, ნამდვილად განიცდიან IQ -ს დეფიციტს, მაგრამ შეუძლებელია თავად აშშ თავისი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებით ამ პრობლემის წინაშე იდგას. ვფიქრობ, აშშ-ის სახელმწიფოს მდივნის თანაშემწის ბატონი ო' ბრაიანის ბრიფინგმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა, როდესაც მიღებული კანონი ჩათვლა მოცემულობად, თან ასე სპეკულირებული მისი „რუსული შეფერილობა" საერთოდ არც კი ახსენა. ერთადერთი გამოთქვა სურვილი ვეტოს დადების პერიოდში მომხდარიყო სარედაქციო ხარისხის გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებთან.

დავამატებდი, ეკონომიკაში რომ რაიმე სერიოზული ცვლილებები ხდებოდეს, ის აუცილებლად აისახებოდა ფუნდამენტურ ფაქტორებზე და პირველ რიგში სავალუტო კურსზე. დღეს, მიუხედავად ამ სამკვირიანი გამოსვლებისა, კურსიც სტაბილურია და ზრდაც მაღალი. კურსის სტაბილურობა მიანიშნებს, რომ არც საინვესტიციო ფონია გაუარესებული, არც ექსპორტი, ტურისტული ინდუსტრიის ანუ მომსახურების ექსპორტის სახით და არც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგია შეცვლილი!

ასე, რომ იყავით მშვიდად და მოწოდებები ბიზნესზე თითქოსდა ქვეყანა იქცეოდეს არის წმინდა პოლიტიკური მდგენელი, თან დროში აშკარად დამწვარიც!“, - წერს ცუცქირიძე.

გამოგვყევით