logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GEPHERRINI ჩინეთში მეორე მაღაზიის გახსნას ივნისში გეგმავს

GEPHERRINI ჩინეთში მეორე მაღაზიის გახსნას ივნისში გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, საექსპორტო ქვეყნებში კომპანიისთვის ჩინეთი ყველაზე  პრიორიტეტული და მთავარია.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას აქცენტი ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე აქვს, თუმცა ფიზიკური მაღაზიებიც აუცილებელია.

ჩინეთში ვიწყებთ განვითარებას როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური მაღაზიების კუთხით. ფიზიკური მაღაზიების გარდა ჩინეთში ჩვენ ონლაინ პლატფორმებზეც ვყიდით პროდუქციას. ამჟამად ვართ ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმა Tmall-ზე და წლის ბოლომდე კიდევ 3 პლატფორმაზე დაიწყება გაყიდვები. ჩინურ ონლაინ პლატფორმაზე გასვლა ძალიან დიდ ინვესტიციას მოითხოვს“, - აცხადებს ილია გეფერიძე.

ცნობისთვის, GEPHERRINI ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებსს, საფულეებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის. მიმდინარე წელს ბრენდი კანადის ბაზარზეც გაიყიდება.

გამოგვყევით