logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"გერმანიაში, PSG vs Inter-ის მატჩზე დასასწრები სამოგზაურო პაკეტების ღირებულება ₾10 000-დან იწყება" - Travelfy

ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელის გიორგი მელიქიშვილის ინფორმაციით, პოტენციურ მომხმარებლებს 10 000 ლარიან პაკეტს სთავაზობენ, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებული პირები, გერმანიაში, ფრანგული კლუბის - „პარი სენ-ჟერმენის“ და მილანის „ინტერის“ მატჩზე დასწრებას შეძლებენ.

როგორც გიორგი მელიქიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ადგილობრივ ბაზარზე, ტურისტული კომპანიის შეთავაზების მიმართ, დაინტერესება უკვე არსებობს, რასაც აღნიშნულ მატჩზე ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს უკავშირებს.

„ახლა პაკეტების, თუ რამდენი პროცენტი გავყიდეთ, ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით, მუდმივად იცვლება... რაც შეეხება, უშუალოდ პაკეტს - გვაქვს. იმ დილითვე შევიძინეთ, როდესაც გავიგეთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ფინალში ითამაშებდა. პაკეტის საწყისი ღირებულება დაახლოებით, 10 000 ლარიდან იწყება, რაც მოიცავს: ფრენას, 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებას. უფრო კონკრეტულად, რომ გითხრათ ეს ყველაფერი სარეკლამო პაკეტია - მარტივად, „საჩვენებელი“, რომ პოტენციურმა მომხმარებელმა იცოდეს, მსგავსი მომსახურება არსებობს.

ამასთან, მყიდველის სურვილიდან გამომდინარე, შეთავაზება შეიძლება, სხვადასხვა, სერვისებით დაიტვირთოს და გარდაიქმნას: სასტუმროს ხარისხი, ბილეთის კატეგორიაც შეიცვალოს, შეგვიძლია, თუნდაც Vip ადგილი მივანიჭოთ,მოკლედ, პოტენციური მომხმარებლების სურვილებს მოქნილად შეგვიძლია, მოვერგოთ“, - განაცხადა გიორგი მელიქიშვილმა.

ცნობისთვის, ფრანგული საფეხბურთო კლუბი „პარი სენ-ჟერმენი" და მილანის „ინტერი“ ერთმანეთს 31 მაისს, გერმანიაში, მიუნხენში დაუპირისპირდება.

გამოგვყევით