logo
Loading data...

''სააღდგომო კოლექციაზე მოთხოვნა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა'' - იგრიკა

''სააღდგომო კოლექციაზე მოთხოვნა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა'' - იგრიკა

1714810020

ინტერიერის აქსესუარების სახელოსნო ''იგრიკას" სააღდგომო კოლექციაზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გრიგოლ დალაქიშვილი ''ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს,  აღდგომის დღესასწაულისთვის სპეციალურად შეიქმნა მეწამულ ქსოვილზე დაბეჭდილი "იფრარის ყვავილები"  და სააღდგომო ხასიათის ''მაგიდის ბილიკი'', რომელიც გაყიდვებში მოწინავე პოზიციაზეა.

დალაქიშვილის თქმით, ასევე მაღალია მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის ნიმუშებზე, როგორიცაა სელის კედლის დეკორები, ხის დეკორები, დაფები და სხვადასხვა თემატიკის რანერები.

''იგრიკას" ნამუშევრები ძირითადად ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობით და გამოფენა-ფესტივალებზე იყიდება. ასევე წარმოდგენილია ტექსტილის მაღაზიაში ''ბამბა მამბა" და  უკვე VELI.store-ზეც.

''იგრიკას" მიზანია, ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში ისე გააცოცხლოს, რომ მათი მნიშვნელობა არ დაიკარგოს. თითოეული ნამუშევარი ხელნაკეთი და უნიკალურია.

როგორც გრიგოლ დალაქიშვილი აღნიშნავს, პროდუქციას როგორც ქართველები, ისე უცხოელებიც აქტიურად ყიდულობენ. თუმცა კონკრეტულად სააღდგომო კოლექციაზე მოთხოვნა უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შეიმჩნევა. 

''სადღესასწაულო პერიოდებში ''იგრიკას" კოლექციაზე განსაკუთრებით მზარდია ინტერესი და ამ მხრივ სააღდგომო პერიოდი აშკარად გამოირჩევა. ამ ეტაპზე აქცენტი მეწამულ ქსოვილზე გავაკეთეთ. მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი და ვფიქრობთ, კიდევ მოიმატებს, მოლოდინი ამ მხრივ დადებითია.  სხვათაშორის, გასული წლის აღდგომა ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: რამდენიმე პერსონალური შეკვეთა მივიღეთ და ჩვენმა დეკორებმა არაერთი სააღდგომო სუფრა დაამშვენეს. ჩვენმა ნამუშევრებმა საგრძნობლად მეტი ადამიანის ყურადღება მიიქცია და გარკვეულწილად ამანაც განაპირობა, რომ წელს მოთხოვნა გაიზარდა", - აცხადებს გრიგოლ დალაქიშვილი.

ცნობისთვის, ''იგრიკა'',  როგორც ბრენდი, 2020 წლის აპრილში შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ახალგაზრდა წყვილი გრიგოლ დალაქიშვილი და ბაია ლომსაძეა. 

ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოა, რომელიც მომხმარებლებს  ხელით ნაბეჭდ სუფრებს, მაგიდის ბილიკებს, ბალიშის პირებს, ჩანთებს, ხელით მოჩუქურთმებულ ხის დაფებს და ასევე უნიკალურ ექს–ლიბრისებს  (ქართულად გაფორმებული ნიშანი) სთავაზობს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით