logo
Loading data...

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ელევანდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ელევანდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

1714654023

საქართველოს ეროვნულ ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და ელევანდის აღმასრულებელმა დირექტორმა პატ პატელმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ელევანდს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას სამომავლო თანამშრომლობისათვის, რათა ჩამოაყალიბონ თანამშრომლობის საფუძველი  განვითარების მხარდასაჭერად, რამაც ხელი უნდა შეუწყო ცოდნისა და გამოცდილების ეფექტურ გაზიარებას ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიაში.

აღიარებენ რა საქართველოს პოტენციალს შუა დერეფანში, მხარეები განიხილავენ ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოს, როგორც რეგიონული ფინტექ ჰაბის მხარდასაჭერად. სწორედ ამ მიზნით, ელევანდი თანახმაა მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

შეთანხმების მიხედვით, მხარეების გეგმავენ ერთობლივად მოაწყონ პირისპირ და ვირტუალური ფორმატის სემინარები და ტრენინგები, რომლებიც  საქართველოში არსებული და პერსპექტიული ფინტექ კომპანიების ცნობიერებისა  და ცოდნის გაზრდაზეა მიმართული.

მემორანდუმის  მიხედვით, მხარეები იღებენ ვალდებულებას მოაწყონ მრგვალი მაგიდის დისკუსიები და ფორუმები, რომლებიც გააერთიანებს მარეგულირებლებს, პოლიტიკის შემქმნელებს, დარგის ლიდერებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ფინტექის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად, გამოწვევების მოსაგვარებლად და ფინტექის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს ხელშესაწყობად.

ელევანდი სინგაპურის მონეტარული ორგანოს (Monetary Authority of Singapore) მიერ დაარსებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მთავრობის, ბიზნესის, საგანმანათლებლო წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან ურთიერთობით ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას ნოვატორული ტექნოლოგიების, მათი გამოყენებისა და დანერგვის მიმართულებით.

 

 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით