logo
Loading data...

სებ-მა კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

სებ-მა კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

1714814075

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (KOREA FINANCIAL TELECOMMUNICATIONS AND CLEARINGS INSTITUTE) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციისა და კლირინგის ინსტიტუტის პრეზიდენტმა იონგ სეოკის პარკმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კავშირების ხელშეწყობას საქართველოში საგადახდო ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად.

შეთანხმების მიხედვით, მხარეები ერთობლივ ძალისხმევით განახორციელებენ საქართველოში საგადახდო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. აღნიშნული ძალისხმევა უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლას და კონსულტაციებს, რაც ძირითადად ფოკუსირდება შემდეგ სფეროებზე: სწრაფი გადახდები, ღია ბანკინგი, e-KYC ("იცნობდე შენს მომხმარებელს"), საცალო გადახდების ინფრასტრუქტურის სპეციალიზებული ორგანიზაციის შექმნა, ასევე, სებ-ის მანდატის სხვა სფეროებზე.

მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შეთანხმებული შემდგომი პროექტების განხორციელებას.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით