logo
Loading data...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყრის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყრის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია

1713433958

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე  მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს  გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით