logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ძალიან ბევრმა ბიზნესმა უკვე იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას"

"ძალიან ბევრმა ბიზნესმა უკვე იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას"

1765533060

„ძალიან ბევრმა ბიზნესმა უკვე იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას“, - ასე შეაფასა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნული უწყების საქმიანობა.

მისივე განმარტებით, რომ შევადაროთ დღევანდელი პერიოდი 2020 წელს, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი გზა არის გავლილი.

მე ვფიქრობ, დროსთან ერთად, შედეგები კიდევ უფრო მეტად მოვა, რადგან მეტი ინფორმაცია, მეტი პრაქტიკა ამ ნაწილში შექმნის სწორედ ისეთ გარემოს, სადაც ბიზნესი იქნება იმ თამაშის წესებით წარმოდგენილი, რასაც კონკურენციის კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სააგენტო რამდენიმე მოკვლევას ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ დაწყებული მოკვლევაა.

„სხვათა შორის, მოკვლევების შედეგად, წელს ჩვენ მივიღეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ერთი - რუსთავის ავტობაზრობასთან მიმართებით, სადაც ჭარბი ფასი დადგინდა და დაჯარიმდა აღნიშნული კომპანია. მეორე გადაწყვეტილება 4 ფარმაცევტულ კომპანიას ეხება, რომელთაც ასევე ჭარბი ფასი ჰქონდათ. მოკვლევების გარდა, აქტიურად ვახორციელებთ ტრადიციული ბაზრების მონიტორინგებს, ესენია - ფარმაცია, სამედიცინო სერვისები, საწვავის ბაზარი, აგროპროდუქტების ბაზარი, პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზარი, FMCG სექტორი“, - აღნიშნა განმარტა ირაკლი ლექვინაძემ.

მან ცალკე გამოყო საწვავის ბაზარი და თქვა, რომ წელს ამ სექტორში კონკურენციის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ დაუნახავთ და ამ ბაზარზე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული კონკურენცია.

გამოგვყევით