logo
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გასტრონომის" რძის პროდუქტებს არ აქვს კავშირი "ყვარლის ბაგასთან" - განცხადება

"გასტრონომის" რძის პროდუქტებს არ აქვს კავშირი "ყვარლის ბაგასთან" - განცხადება

2 აპრილი 10:09

Gastronome სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ: 

"მომხმარებლების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ Gastronome-ის ნატურალური რძის პროდუქტები იწარმოება შპს "გეო ინდუსტრიის" კუთვნილ საწარმოში, სამეგრელოს რაიონის სოფელ მენჯში და არ აქვს კავშირი “ყვარლის ბაგასთან”.

Gastronome-სთვის შექმნილი რძის ნაწარმი ნედლი, პასტერიზებული რძისგან მზადდება და თითოეული პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. ფერმის ცხოველები იკვებებიან მხოლოდ ბალახითა და მარცვლეულით, რაც განაპირობებს ჩვენი ნაწარმის გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს. პროდუქცია მდიდარია A, D და B ჯგუფის ვიტამინებით.წარმოების პროცესის ყველა ეტაპი - დაწყებული ცხოველების კვებიდან, დასრულებული საბოლოო პროდუქტის დახლზე მოხვედრამდე - მკაცრად კონტროლდება Gastronome-ის ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ.საწარმო ფლობს HACCP სერტიფიკატს. HACCP-ის პრინციპები მოითხოვს, რომ ორგანიზაციამ ჩამოაყალიბოს შედეგიანი სურსათის უვნებლობის სისტემა.

იგი მიმართულია არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის კონტროლზე, არამედ ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის წყაროების პრევენციაზე. გაიგე მეტი HACCP/ISO სერტიფიკატის შესახებ,"-აღნიშნულია Gastronome-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის მფლობელი "ყვარლის ბაგა" ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა. ის რძით ამარაგებდა სანტეს, სოფლის ნობათს, აგროჰაბს და  რძის ლაბორატორიას.

რაც შეეხება "ჩირინას"  -  რამდენიმე წელია სასამართლოში ლაშა პაპაშვილის "ყვარლის ბაგასა" და რევაზ ვაშაკიძის კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანია "ჩირინას" (ბრენდი ბიუ-ბიუ)  შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. დავის საგანს წარმოადგენს  ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი “ჩირინას" მიერ მიწოდებული ქათმის სკლინტი, რომელმაც " ყვარლის ბაგას" ცხოველების ნაწილი დახოცა. 

გამოგვყევით

ორსაოთხუპაშაკვ
311234567891011121314151617181920212223242526272829301234567891011