logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ექსპორტის მხარდაჭერა და წახალისება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - ირაკლი ნადარეიშვილი

ექსპორტის მხარდაჭერა და წახალისება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - ირაკლი ნადარეიშვილი

1752589440

“ექსპორტის მხარდაჭერა და წახალისება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც გამოხატულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ძალიან კონკრეტულ ინსტრუმენტებში. ესაა საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისები, მათ შორის, ექსპორტზე ორიენტირებული ტრენინგები, ასევე საგრანტო კომპონენტები, რომლებიც ეხმარება ექსპორტიორებს პროდუქციის სერტიფიცირებაში, ბრენდინგში, ახალ ბაზრებზე შესვლის სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსებაში და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობა, რასაც სახელმწიფო სხვადასხვა ტიპის ქართველი ექსპორტიორებისთვის აორგანიზებს. საუბარია სურსათზე, ტექსტილსა და სხვადასხვა სახის საექსპორტო მიმართულებაზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. 

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქართველი ექსპორტიორები, მთავრობის დახმარებით, წელიწადში 20-მდე გლობალურ გამოფენაში მონაწილეობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ახალი ბაზრების, ახალი კონტრაქტების და ექსპორტის მაჩვენებლების ზრდისთვის როგორც ინდივიდუალურად, ასევე ქვეყნის ეკონომიკის ჭრილში. 

ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, 2024 წლიდან ამოქმედდა დამატებითი კომპონენტი, რომელიც ექსპორტიორ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გლობალურ გამოფენაში.

„დაახლოებით 60-მა კომპანიამ 100-მდე სხვადასხვა გამოფენაში მიიღო მონაწილეობა ამ პერიოდის განმავლობაში. ეს კომპონენტი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის ქართულ კომპანიებს, ახალ საექსპორტო ბაზრებზე თავიანთი ექსპორტის დივერსიფიცირება მოახდინონ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური „ექსპოგრანტის“ პროგრამა ექსპორტის მხარდაჭერის ახალი მექანიზმია, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2024 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მეწარმეები თავად ირჩევენ მათთვის სასურველ და რელევანტურ საერთაშორისო გამოფენებს. პროგრამის მოწინავე მიმართულებებია: საკვები და სასმელი პროდუქცია, სათამაშოები, საფეიქრო და მოდის ინდუსტრია და IT სექტორი.

გამოგვყევით