logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენისა და გაუმჯობესების პროექტირების ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენისა და გაუმჯობესების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

მომსახურების შესყიდვის პროცესი განხორციელდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების მიხედვით, ხოლო მომსახურების ვადა 10 თვეს შეადგენს.

პროექტი დაყოფილია ოთხ ნაწილად და მოიცავს შემდეგ მონაკვეთებს: თბილისი–ზესტაფონი (არგვეთა); ზესტაფონი (არგვეთა)–ქუთაისი–სამტრედია; სამტრედია–გრიგოლეთი, გრიგოლეთი–ქობულეთი და ბათუმის შემოვლითი გზა; თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საერთაშორისო მაგისტრალი.

საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში შესრულდება კვლევები და მოხდება იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია ლანდშაფტის აღდგენა და გაუმჯობესება. შემდეგ ეტაპზე მომზადდება დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

კონსულტანტის ვალდებულებები მოიცავს: ფუნქციური, ესთეტიური და ეკოლოგიურად მდგრადი ლანდშაფტური დიზაინის შემუშავებას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; გზების მიმდებარე გარემოს ვიზუალური ხაზის გაუმჯობესებასა და ეკოსისტემის ინტეგრაციას; უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ნორმების დაცვას; ხმაურის დონის შემცირების, ფერდობების სტაბილიზაციის, ქარსაფარი ზოლების მოწყობისა და წყალამრიდების სისტემების გაუმჯობესების უზრუნველყოფას.

ტენდერის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენაზე ბმულზე: https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1755868866 

https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1755869226 

https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1755869548 

https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1755869779 

გამოგვყევით