logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

1756375446

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გამოგვყევით