logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ევრობასკეტი 2025 იწყება! უგულშემატკივრე ქართველ სპორტსმენებს - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

ევრობასკეტი 2025 იწყება! უგულშემატკივრე ქართველ სპორტსმენებს - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

1756305703

27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით ევროპის ყველაზე ძლიერი 24 ნაკრები კვიპროსში, ფინეთში, პოლონეთსა და ლატვიაში გადანაწილდება. გუნდები ერთმანეთს კონტინენტის პირველობის მოსაპოვებლად შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრები ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ქართველი კალათბურთელები C ჯგუფში ითამაშებენ,  სადაც მათი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან.

ალკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

გამოგვყევით