logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

GCCA-მ სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების ანგარიში მოამზადა

GCCA-მ სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების ანგარიში მოამზადა

1728634844

სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილება სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ტენდერების მიმდინარეობისას გათვალისწინებული იქნა - ამის შესახებ GCCA-ს მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

GCCA-ის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შპს ,,საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის’’ საჩივრის საფუძველზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, რომელიც 2023 წელს დასრულდა. საკითხი ეხებოდა - მარნეულის, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის მიერ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში კონკურენციის შემაფერხებელი სატენდერო პირობების გამოყენებას.

მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების თანახმად, მუნიციპალურ ორგანოებს და სახელმწიფო შემსყიდველ სხვა ორგანიზაციებს დაევალათ - სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში კონკურენციის პრინციპების დაცვა. მათ შორის, არ გამოიყენონ სატენდერო პირობა, რომელიც სასამართლოს აქტის საფუძველზე მოქმედი აკრედიტაციის პირობებში მყოფ ეკონომიკურ აგენტს ტენდერში მონაწილეობას შეუზღუდავს, მის მიმართ აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავის/პროცესის არსებობის მიზეზით. სააგენტოს პოზიციით, აღნიშნული ქმედება ქმნიდა ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ბარიერს და ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეფერხებას.

მოკვლევის დასრულების შემდეგ, GCCA-ის მიერ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის ex-post მონიტორინგი(2023/2024 წლები),  რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები აღნიშნული სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა. კერძოდ, სახელმწიფო შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს - სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება.

GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად - აღმოიფხვრა კონკურენციის შემზღუდველი სატენდერო პირობის გამოყენება, რომელიც მოქმედი აკრედიტაციის პირობებში მყოფ ეკონომიკურ აგენტს  ტენდერში მონაწილეობას უზღუდავდა, მის მიმართ აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავის/პროცესის არსებობის მიზეზით. სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგენილი კონკურენციის შემზღუდველი სადავო სატენდერო პირობის გამოყენებას, როგორც ადმინისტრაციულ ბარიერს, დაინტერესებული ეკონომიკური აგენტებისთვის, სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამის ბაზრებზე, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით გამოწვეული შედეგების მონიტორინგი და კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება.

გამოგვყევით