logo
Loading data...
მთავარი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

სტატია

თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის "ისწავლე და დასაქმდის" მონაწილეთა უმრავლესობა ქალია - თინათინ ნიბლოშვილი

თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის "ისწავლე და დასაქმდის" მონაწილეთა უმრავლესობა ქალია - თინათინ ნიბლოშვილი

1728713801

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის "ისწავლე და დასაქმდის" დასაქმების მაჩვენებელი 80%-ზე მეტია.

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, პროგრამაში მონაწილეების უმრავლესობა ქალები არიან. 

"ჩვენ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია გვაქვს მიღებული. აქ გამოყოფილია ის ძირითადი მიზნები, რომელიც ხელისუფლების ყველა შტომ უნდა გაითვალისწინოს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტი, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ახორციელებს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც კონცეფციით არის გათვალისწინებული. 

რაც შეეხება თბილისს - ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროგრამა, განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა პროგრამას "ისწავლე და დასაქმდი", რომელიც 2018 წლიდან მოქმედებს. საკმაოდ აქტიურად არის ჩართული მოსახლეობა ამ პროგრამებში. თბილისის მუნიციპალიტეტი კერძო კოლეჯებში სხვადასხვა პროგრამას აფინანსებს და მოქალაქეს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია მოკლევადიანი პროფესია შეისწავლოს. დასაქმების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი, 80%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ბიზნესი და თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობენ პროცესში, რომელიც ეხება პროფესიების შერჩევას. 

ჩვენ შევხვდით 96 კურსდამთავრებულ ქალს, რომლებმაც ქალებისთვის იშვიათი პროფესია შეიძინეს და დასაქმდნენ. მათ შორის, არის ელექტრიკოსი, ავტო მექანიკოსი და სხვა. ზოგადად ნებისმიერი სქესის ადამიანს შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა, თუმცა ჩვენი მუნიციპალიტეტი აძლევს ქალებს შესაძლებლობას, რომ  სტერეოტიპები დაამსხვრიოს. ეს პროგრამა არის ერთ-ერთი წარმატებული, რომელსაც ძირითადად მიმართავენ ქალები", - აცხადებს თინათინ ნიბლოშვილი. 

გამოგვყევით