ტეხასი TikTok-ს ბავშვების კონფიდენციალურობის დარღვევისთვის უჩივის.
ტეხასმა სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ი ბავშვების კონფიდენციალურობისა და სახელმწიფო კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კერძოდ, საუბარია ბავშვების პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მათი მშობლების ან კანონიერი მეურვეების თანხმობის გარეშე გაზიარებაზე.
ტეხასის გენერალური პროკურორის, კენ პაქსტონის მიერ შეტანილი სარჩელი სასამართლო აღკვეთასა და თითოეული კანონდარღვევისთვის $10,000-მდე სამოქალაქო ჯარიმებს ითვალისწინებს.