logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Amazon-ი მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდისთვის 250 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს

Amazon-ი მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდისთვის 250 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს

1728376658

Amazon-ი,  მოახლოებული სადღესასწაულო სავაჭრო სეზონზე (ჰელოუინი, საშობაო), გასული წლის მსგავსად, 250,000 ტრანსპორტისა და საწყობის მუშაკის დაქირავებას გეგმავს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამის მიზეზი ელექტრონული კომერციის ხარჯებია, რომელიც, სავარაუდოდ 2024 წლის ბოლო კვარტალში მთლიან სადღესასწაულო გაყიდვებს გადააჭარბებს.

"მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნისა და მოცულობების ზრდას მოველით, ვფიქრობთ, 250 000 სწორი რიცხვია იმისთვის, რომ განვაგრძოთ ზრდა და დავხვეწოთ საოპერაციო პროცესი ", - განაცხადა სენდი გორდონმა, Global Operations Employee Experience-ის ვიცე-პრეზიდენტმა Amazon-ში.

Mastercard-ის პროგნოზით, დღესასწაულების პერიოდში მომხმარებლები $240.8 მლრდ-ს დახარჯავენ, რაც 4,9%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

გამოგვყევით