logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გავხდით პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც Google-ს აქსელერატორში მოხვდა" - Biliki-ს თანადამფუძნებელი

აპლიკაცია Biliki (ტურისტული მარშრუტების გლობალური საბაზრო სივრცე) Google for Startups აქსელერატორში მოხვდა, რომელიც AI-First მიმართულებით, რომელიც მსოფლიოს ტოპ 5 აქსელერატორში შედის.

"ძალიან დიდი ამბავი გვაქვს. გავხდით პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც Google-ს აქსელერატორში მოხვდა. აქსელერატორი მნიშვნელოვანი ბენეფიტებით გამოირჩევა: Google-ს სერვისებზე წვდომა, ბიზნეს, მარკეტინგული და ტექნიკური მიმართულებით მხარდაჭერა, ინვესტიციების მოზიდვა, დარგობრივი მიმართულებით, ახალი კავშირების და პარტნიორების გაჩენა. აქსელერატორის პორტფელს, 20 უნიკორნი ამშვენებს.აქსელერატორი ჰიბრიდულია და როგორც დუბაიში, ასევე რიადში გაიმართება. ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ჩვენს პროდუქტს მნიშვნელოვნად წინ წაწევს და ზრდაში დაგვეხმარება,"-წერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე Biliki-ს თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა. 

შეგახსენებთ, რომ აპლიკაცია 2020 წელს შეიქმნა და მოგზაურებს საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაციას აწვდის. მათ შორის:  ბილიკის GPS ტრეკს, რუკას, აღწერას და ფოტო სურათებს, რომელიც დაეხმარება მოლაშქრეებს დაგეგმონ, აირჩიონ და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია მოცემული საფეხმავლო ბილიკების შესახებ. ასევე მათ საშუალება აქვთ შექმნან და გაყიდონ ტურები.

გამოგვყევით