logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

No Isolation-მა AV1 რობოტი შეიმუშავა, რომელსაც საკლასო ოთახში  ბავშვის ადგილის დაკავება შეუძლია

CNN-ის ინფორმაციით, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც გადიან ხანგრძლივ მკურნალობას ან ებრძვიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, ნორვეგიულმა კომპანია No Isolation-მა AV1 რობოტი შეიმუშავა, რომელსაც საკლასო ოთახში  ბავშვის ადგილის დაკავება შეუძლია. რობოტს მოსწავლეების სათქმელის გაჟღერებაც შეუძლია და  მათ თანაკლასელებთან კავშირის შენარჩუნებაში ეხმარება.

AV1 ვიზუალურად ადამიანის თავისა და ტორსის ცარიელ, გამარტივებულ ვერსიას ჰგავს,  360 გრადუსით ბრუნვა შეუძლია და აღჭურვილია კამერით, მიკროფონითა და დინამიკით. მასწავლებლები მას კლასის მერხზე ათავსებენ,  მოსწავლე კი მის კონტროლს დისტანციურად, სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით ახერხებს, რისთვისაც მას უნიკალური პაროლი ეძლევა.

„მოსწავლეებს ეკრანზე დაჭრით ან გადაფურცვლით კლასის სხვადასხვა კუთხის დანახვა, ხოლო დინამიკის საშუალებით, მასწავლებელთან ან მათ თანაკლასელებთან საუბარი შეუძლიათ. აპლიკაციას „ხელის აწევის“ ფუნქციაც აქვს, რომელიც რობოტის თავზე მსუბუქი ციმციმით გამოიხატება. სურვილის შემთხვევაში კი მოსწავლეებს სასურველი ემოციების არჩევის შესაძლებლობაც აქვთ, რომლებიც რობოტის თვალებში გამოჩნდება,“ - ამბობს ფლორენს სალსბერი, No Isolation-ის მარკეტინგის დირექტორი.

სალსბერის ინფორმაციით, 17 ქვეყანაში სულ 3000 აქტიური AV1 ერთეულია, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში მუშაობს -  თითოეულში 1000-ზე მეტი ერთეული. 

დიდ ბრიტანეთის სკოლებს AV1-ის დაქირავება თვეში დაახლოებით 150 ფუნტ სტერლინგად (200 აშშ დოლარი) შეუძლიათ. შესაძლებელია ასევე რობოტის 3700 ფუნტ სტერლინგად (სულ რაღაც 4960 დოლარად) შეძენა, დამატებითი სერვისის პაკეტი კი ამ შემთხვევაში ყოველწლიურად 780 ფუნტია (დაახლოებით 1045 აშშ დოლარი). 

გამოგვყევით