logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა "ფერმერის დღე 2026"-ში მიიღო მონაწილეობა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა "ფერმერის დღე 2026"-ში მიიღო მონაწილეობა

1789837334

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ფერმერის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა.

ცენტრმა ღონისძიებაზე საქართველოს აგრობიომრავალფეროვნებისა და საკუთარი საქმიანობის ამსახველი საგამოფენო სივრცე მოაწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლისა და ქერის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, ხეხილოვანი და ბოსტნეული კულტურები, ვაზის იშვიათი ქართული ჯიშები და ჯიღაურას ბაზაზე დაცული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები.

სივრცეში ასევე წარმოდგენილი იყო მცენარეთა გენეტიკური რესურსები, სამეცნიერო გამოცემები, საინფორმაციო მასალები და მეაბრეშუმეობისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შენახვა-გადამუშავების ნიმუშები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ცენტრის საქმიანობასა და აგრობიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებს.

„ფერმერის დღე 2026“ ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი გამოცდილების გაზიარებასა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული აგროსასურსათო პროდუქცია, სტუმრებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი უწყებების სერვისებსა და მხარდაჭერის მექანიზმებს. ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავდა კულინარიულ მასტერკლასებსა და სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობას.

გამოგვყევით