logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ნათია თურნავა: სავალუტო ბაზრის და ლარის კურსის სტაბილურობას ეკონომიკური ვითარება განაპირობებს

ნათია თურნავა: სავალუტო ბაზრის და ლარის კურსის სტაბილურობას ეკონომიკური ვითარება განაპირობებს

1749757260

„სავალუტო ბაზრის, ლარის კურსის სტაბილურობას განაპირობებს ეკონომიკური ვითარება“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში ისაუბრა. მისი შეფასებით, კურსზე გავლენა დოლარის გლობალურმა დასუსტებამაც იქონია, თუმცა ლარმა გამყარება არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მათ გამყარების ტენდენციები თებერვლის ბოლოს რეზერვების შევსების დროს დაინახეს. ნათია თურნავა ვალუტის სტაბილურობას სამი მიზეზით ხსნის:

მთავარი ფაქტორი არის: პირველი - წინასაარჩევნო პერიოდში, მსხვილმა კომპანიებმა დაიწყეს ლარის მსხვილი დეპოზიტების გადადოლარება  და იყიდეს ზედმეტი დოლარი, ახლა ხვდებიან რომ აღარაა ეს საჭირო და თანდათან ხდება უკუპროცესი; მეორე - ჯანსაღი მაკროეკონომიკური ვითარება და შემოდინებები - ტურიზმი, ექსპორტი, გზავნილები, ინვესტიციები. უკვე მესამე ადგილზე დგას ის, რომ დოლარი გლობალურად განიცდის რყევას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოგვყევით