logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

1739788570

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ იმსჯელა. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც დაევალება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ექნება ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა.

ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვით, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ხელმძღვანელს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნებისთვის ექნება როგორც ნორმატიული ხასიათის, ასევე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რათა აღნიშნული საქმიანობა შეუფერხებლად წარიმართოს.

„საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის კომპეტენცია, ექნება ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა“, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსება მოხდება ღიად და გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია „გამჭვირვალობის კანონი“ იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს, რისი დაფინანსება ხდება. ასევე, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ პროცესში და ღიად და გავმჭვირვალედ გამოვაცხადოთ ტენდერები თუ კონკურსი, რათა ჩვენს სამშობლოს რაც სჭირდება, ზუსტად იმ პროექტების დაფინანსება მოხდეს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

გამოგვყევით