logo
Loading data...

საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური აგენტების 23 983 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური აგენტების 23 983 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

1713340579

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 2024 წლის პირველ კვარტალში 5 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

კონკურენციის სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად, ბაზარზე ბიზნეს სუბიექტებს შორის შერწყმა/გაერთიანების საკითხებს ზედამხედველობს. სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში ბიზნესებს შორის 23,983 კონცენტრაცია დაფიქსირდა, თუმცა მათი აბსოლუტური უმეტესობა არ ექცეოდა იმ კრიტერიუმებში, რაც სააგენტოს თანხმობას საჭიროებდა.

კანონმდებლობის თანახმად, კონკურენციის სააგენტოსთვის კონცენტრაციის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება გარიგება თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 5 მილიონ ლარს.

იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 23 968 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 15 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 12 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, რამაც ისინი შეტყობინების ვალდებულებისგან გაათავისუფლა. რაც შეეხება 3 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო. საკითხი ეხება - სასარგებლო წიაღის გადამუშავებას და დისტრიბუციისა და ვაჭრობის სექტორებს.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით, სააგენტოს მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით