logo
Loading data...

ქართული ბრენდი Nickola's-ი მამაკაცის სუნამოს გამოუშვებს

ქართული ბრენდი Nickola's-ი მამაკაცის სუნამოს გამოუშვებს

1714622580

ქართული ბრენდი Nickola's-ი ახალი სუნამოს გამოშვებაზე მუშაობს, რომელიც მამაკაცებისთვის იქნება განკუთვნილი.

ბრენდის დამფუძნებელმა ნიკოლას ქანთარიამ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, რომ სუნამოს წარმოება დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ როდის ჩაეშვება გაყიდვაში, ამ ეტაპზე უცნობია.

მისივე თქმით, ახალი სუნამო საუდის არაბეთის ერთ-ერთ კომპანიაში დამზადდება. 

"Nickola's-ს სუნამოს გამოშვების გამოცდილება უკვე აქვს. ჩვენ გვაქვს სუნამო, რომელიც არის უნისექსი და რომელიც საქართველოში და საუდის არაბეთში იყიდებოდა, თუმცა რადგან ახალ სუნამოზე დავიწყე მუშაობა, პირველად გამოშვებული სუნამო საქართველოს ბაზრიდან ამოვიღე. როდესაც ახალ პროდუქტს ვუშვებ ძველ კოლექციაზე მუშაობას ვწყვეტ. სუნამო სპეციალურად ჩემთვის საუდის არაბეთში შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ პირველად გამოშვებულმა სუნამომ ქართულ ბაზარზე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ასეთივე მოლოდინი მაქვს ახალ სუნამოსთან დაკავშირებითაც", - აცხადებს ნიკოლას ქანთარია.

ცნობისთვის, ბრენდი Nickola's უკვე 13 წელია რაც ბაზარზეა. ბრენდი ამ ეტაპზე სამოსს, პარფიუმს და აქსესუარებს აწარმოებს.  Nickola's-ის ე.წ. შოურუმი და ატელიე თბილისში, პანკისის 3ა-ში მდებარეობს, სადაც მომხმარებლებს ბრენდის პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. გარდა ამისა, მომხმარებლებს დიზაინერის დახმარებით შეუძლიათ საკუთარი შტრიხები შეიტანონ სამოსში, ან თავისივე დიზაინით შექმნან სამოსი.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით