logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ჰიდროელექტროსადგურ "ხობი 2"-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა

ჰიდროელექტროსადგურ "ხობი 2"-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა

1727445120

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურ „ხობი 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე მიიღო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყალზე მდებარე ჰიდროელექტროსადგური „ხობი 2“-ის დადგმული სიმძლავრე 44.5 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო წლიური საპროგნოზო გამომუშავება 194 მლნ კვტ/სთ-ს.

energunews.ge

გამოგვყევით