logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლაშა ხუციშვილი, ერევანში, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

ლაშა ხუციშვილი, ერევანში, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

1715782310

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც წელს სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში მიმდინარეობს.

წლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა პანელი სახელწოდებით: „საქართველო გლობალურ სცენაზე: საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნა“, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. მან ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რამაც გამოწვევების მიუხედავად, ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის, საერთაშორისო რეიტინგების შენარჩუნებას, სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ევროპის რეკომენდაციის და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ალკის დრაკინოსი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, კომპანია „Lineate“-ის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

გამოგვყევით