logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

„მათ საკმაოდ ობიექტური შეფასება გააკეთეს" - ნათია თურნავა სავალუტო ფონდის ანგარიშზე

„მათ საკმაოდ ობიექტური შეფასება გააკეთეს" - ნათია თურნავა სავალუტო ფონდის ანგარიშზე

1749754560

„მათ გააკეთეს საკმაოდ ობიექტური შეფასება, თუმცა სხვაგვარი შეფასება, ალბათ, შეუძლებელი იყო, რადგან ციფრები მეტყველია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა. 

ნათია თურნავა სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის შესახებ პროგნოზებს აფასებს და ამბობს, რომ ისინი ეროვნული ბანკის პროგნოზებისგან დიდად არ განსხვავდება. მისივე განცხადებით, მსგავსია შეფასება  სახელმწიფო ვალის შემცირებასთან დაკავშირებითაც. 

„მნიშვნელოვანია, რომ ამ შეფასების შედეგად მათ ასევე გააუმჯობესეს თავიანთი პროგნოზი. მათ შორის, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასწიეს 7%-დან 7.2%-მდე და ამავდროულად, შეინარჩუნეს ინფლაციის დაბალი პროგნოზი, სხვათა შორის, ჩვენზე უკეთესი პროგნოზი შეინარჩუნეს. ჩვენი წლევანდელი პროგნოზითაც ინფლაცია მიზნობრივი 3%-ის ირგვლივ იქნება. ბოლო 2 წლის განმავლობაში ინფლაცია იყო მიზნობრივზე დაბალი, ეს მათ ანგარიშშიც არის, 1.8%, ახლა, როდესაც შესადარებელი ბაზა უფრო დაბალია, უფრო მაღალი გამოჩნდა, მაგრამ კვლავაც ტრიალებს მიზნობრივი 3%-ის ირგვლივ. ასევე ნათქვამი აქვთ, რომ სახელმწიფო ვალი მცირდება ფისკალური საბიუჯეტო პოლიტიკის შედეგად; ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებულია მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით, როგორიც არის ლოგისტიკა, ტრანსპორტირება, აიტი სექტორი, ტურიზმის განახლება, ექსპორტი და ეს მახასიათებლები ჩვენი ეკონომიკის, რომლებზეც ჩვენც ვსაუბრობთ -  გვაძლევს სწორედ იმ თითქმის უნიკალურ თანწყობას - მაღალი ზრდა და დაბალი ინფლაცია, რაც დღეს  იშვიათად გვხვდება სხვა ქვეყნებში“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოგვყევით