logo
Loading data...

სილქ ბანკმა კვარტალი ზარალით დაასრულა

სილქ ბანკმა კვარტალი ზარალით დაასრულა

1713432600

"სილქ ბანკმა" დაკრედიტება გაზარდა. პირველი აპრილის მდგომარეობით, 71 მლნ ლარის პორტფელით, 15 ბანკში, ბოლოდან მეორეა, ციფრული "პეისერას" წინ.

"სილქ ბანკმა" პირველი კვარტალი 1.3  მლნ ლარის ზარალით დაასრულა. 

ბოლო წლების ნეგატიურ ტრენდს, მენეჯმენტი, აქციონერთა სტრუქტურიდან BTA ბანკის (ყაზახეთი) გასვლას უკავშირებს. ბანკი რამდენიმე წელია ზარალზეა და თუ ასე გააგრძელებს იძულებული გახდება საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კიდევ მოიზიდოს რესურსი.ამის შესახებ აღნიშნულია  ემისიის პროსპექტში.

10 მილიონიანი  ემისიით მოზიდულ რესურსს ბანკი მეორად კაპიტალში მიმართავს. მანამდე კი აქციონერებმა საწესდებო კაპიტალი 9,8 მლნ ლარით, 98,000 აქციის ემისიის გზით გაზარდეს,

Q1/2024-ის მდგომარეობით, სილქ ბანკის დეპოზიტების პორტფელი 114 მლნ ლარამდეა. აქედან სავალუტო  ანაბრები 91 მლნ ლარის ეკვივალენტია.                      

Q1/2024      ₾   01.2024      ₾    
აქტივები  180 483 100 173 828 300  
სესხები   71 101 092   60 220 140   
მ.შ. საცალო    17 807 141   16 057 587  
დეპოზიტები  113 851 262 104 722 770  
საკუთარი კაპიტალი   72 746 400   57 616 000  
წმინდა მოგება(ზარალი)   (1 318 433)     (408 051)  
 ₾₾₾₾₾₾₾₾ ₾₾₾  ₾ ₾₾₾₾₾  
წყარო:კომერციული ბანკი  /ანგარიშგება IFRS-ით/

  

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით