logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ერთ წელიწადში ჰოსპიტლებისა და ამბულატორიების სერვისები 3%-ით გაძვირდა - ივნისის სტატისტიკა

ერთ წელიწადში ჰოსპიტლებისა და ამბულატორიების სერვისები 3%-ით გაძვირდა - ივნისის სტატისტიკა

1720007100

მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 0.1 პროცენტით გაიზარდა. 

წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით კი ფასები 0.2 პროცენტითაა შემცირებული. ეს შემცირება სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ფასების ხარჯზე მოხდა, სადაც თითქმის 2%-იანი კლება დაფიქსირდა, ამბულატორიული და ჰოსპიტალური სერვისები კი თითქმის 3%-თაა გაძვირებული.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ინფლაციის დონემ -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2 პროცენტი შეადგინა.

jandacva.ge

გამოგვყევით