Roche გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელებისა და ნივთიერებათა ცვლის კვლევების ცენტრს ხსნის.
ახალი ცენტრი ოლსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევით კამპუსში განთავსდება და შეასრულებს გადამწყვეტ როლს ხელოვნური ინტელექტისა და მეცნიერების სფეროში, რათა დაჩქარდეს მედიკამენტების შექმნის პროცესი. დროთა განმავლობაში დაწესებულებაში დასაქმებულთა რაოდენობა 500 ადამიანს მიაღწევს.
Roche-სა და მის შემადგენლობაში მყოფ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Genentech-ს სურთ, ამ პროექტით დარგის გამორჩეული სპეციალისტები და ტალანტები მიიზიდონ.
ნაკვეთი, რომელზეც ახალი ცენტრის The Roche Genentech Innovation Center Boston-ის შენობა განთავსდება, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ახლოს მდებარეობს. მშენებლობის დასრულება მომავალ წელს იგეგმება.
Roche ცდილობს, ისეთი გარიგებები დადოს, რომლებიც მეგაბლოგბასტერებს მოუტანს.
მაგალითად, მანამდე მან დაიწყო პარტნიორობა ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია Alnylam-თან, რომელიც მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის ჰიპერტონიის სამკურნალო მედიკამენტს აწარმოებს. მან 2,7 მილიარდ დოლარად შეიძინა Carmot Therapeutics-იც, რათა დაუფლებოდა ბიოტექნოლოგიურ პროგრამებს
დიაბეტისა და ჭარბწონიანობის მიმართულებით.
ახალი პროექტის ღირებულებას კომპანია არ ასახელებს. გასულ წელს შვეიცარულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა მშობლიურ ბაზელში ახალი მაღალსართულიანი შენობები გახსნა. კომპანიამ განაცხადა, რომ 1,4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ფარმაცევტულ კვლევებში, 1000-მდე ლაბორატორიითა საოფისე სამუშაო ადგილებში.
jandacva.ge