logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"შავ პარასკევს" Amazon-ის დიდი ბრიტანეთის საწყობის თანამშრომლები გაიფიცნენ

ე.წ. შავ პარასკევს, Amazon-ის დიდი ბრიტანეთის საწყობის 1000-ზე მეტმა თანამშრომელმა გაფიცვა მოაწყო.

ლონდონსა და კოვენტრიში თანამშრომლები ქუჩაში დემონსტრაციულად გამოვიდნენ. პროფკავშირ GMB-ის ცნობით, პროტესტი ანაზღაურების შესახებ ხანგრძლივი დავის ნაწილია.

Amazon-ის დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ გაფიცვა ოპერირებაში რაიმე შეფერხებას არ გამოიწვევს.

ამის მიუხედავად, შეფერხებულია ამაზონის ამანათების კარადების, ე.წ. ლოქერების მუშაობა, რომელსაც Amazon-ის ბევრი მყიდველი შეკვეთის ასაღებად იყენებს და განლაგებულია მატარებლის სადგურებზე, სუპერმარკეტების ავტოსადგომებსა და ქუჩის კუთხეებში.

აშშ-ის ელექტრონული კომერციის გიგანტის წინააღმდეგ მუშები და აქტივისტები მთელ ევროპაში გეგმავენ დემონსტრაციებს. მიზანია, საწყობების მუშაობისა და Amazon-ის ამანათების კარადების ბლოკირება წლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ დღეს.

"შავ პარასკევს", აშშ-ს მადლიერების დღესასწაულის მომდევნო დღეს, ბევრი საცალო მოვაჭრე გაყიდვების გაზრდის მიზნით ფასებს ამცირებს. თავდაპირველად, ეს აშშ-ს დიდ მაღაზიებში ხალხის ნაკადის მოზღვავებას იწვევდა, თუმცა, პროცესი სულ უფრო მეტად ონლაინ სივრცეში გადავიდა და გლობალური გახდა.

ფასდაკლებების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი Amazon-ია, რომელიც ბაზარს წელს 17 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე, ათდღიან სადღესასწაულო ფასდაკლებებს სთავაზობს.

გამოგვყევით