logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება

150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება

1755781547

150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, 10-სართულიანი კორპუსის 8 სართული უკვე აშენებულია და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც წლების განმავლობაში, ბორჯომში, არასათანადო პირობებში ცხოვრობენ.

დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსები ბორჯომის პარალელურად, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში შენდება.

გამოგვყევით