logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

არემჯის სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სტუდენტებმა აგვისტოში 1 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარეს

არემჯის სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სტუდენტებმა აგვისტოში 1 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარეს

1756713309

არემჯის საზაფხულო სკოლა 2025

არემჯის სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის,  საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სტუდენტებმა აგვისტოში ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარეს.

წელს საზაფხულო სკოლამ კომპანიის საწარმოებში სტუდენტების მე-7 ნაკადი მიიღო. მე-2 წელია პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იღებენ მონაწილეობას.

15 შერჩეული კანდიდატიდან, რომლებიც ჟიურიმ წინასწარი გასაუბრების შედეგად შეარჩია, 13 სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, ხოლო 2 თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის მიმართულების სტუდენტია.

საზაფხულო სკოლა არემჯის ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც 2018 წლიდან სტუდენტებს საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაბა კაზრეთში, კომპანიის საწარმოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები თავიანთი ინტერესის შესაბამისად  წარმოების სტრუქტურულ ერთეულებში ნაწილდებიან ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის: გეოლოგია, ბურღვის ტექნოლოგიები, წიაღისეულის გადამუშავება, მარკშეიდერია, გეოტექნიკა და სამთო ტექნოლოგიები.  პრაქტიკის დროს მათ მენტორობას, კომპანიის წამყვანი სპეციალისტები უწევდნენ.

არემჯის საზაფხულო სკოლა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მოკლე დროში მიიღონ მაქსიმალური პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მომავალში მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ.

“საზაფხულო სკოლაში გატარებული თვის განმავლობაში ვისწავლე უამრავი ახალი რამ, შევიძინე მნიშვნელოვანი უნარები და მომეცა საშუალება, უკეთ გამეცნო საკუთარი შესაძლებლობები და საკუთარი თავი წარმომედგინა გეოლოგის ამპლუაში, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ასევე, შევიძინე ახალი მეგობრები და მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა. აქ გატარებულმა დღეებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,  დარწმუნებული ვარ, ეს გამოწვევებითა და სიახლეებით სავსე დღეები არასოდეს დამავიწყდება.“ - სალომე გელოვანი, არემჯის საზაფხულო სკოლის მონაწილე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.

„საზაფხულო სკოლის შესახებ, უნივერსიტეტში მაღალკურსელებისგან გავიგე, დამაინტერესა თუ როგორ მოგვიდგებოდნენ, რას გვასწავლიდნენ და ამიტომაც გადავწყვიტე პროექტში მონაწილეობა. მოგეხსენებათ, სამთო საქმე არ არის მარტო თეორიული სწავლება, პრაქტიკის გარეშე ეს პროფესია ფუჭი დროის ხარჯვაა. პრაქტიკული სწავლების დროს, სხვა თვალით უყურებ ამ სფეროს და რეალურად აფასებ შენს სურვილებსა და შესაძლებლობებს.

 

 ყველა სტუდენს ვურჩე, მომავალში გამოიყენოს ეს შანსი თუ ამ პროფესიაში ხედავენ საკუთარ თავს. სწორედ ასეთ ყოვედლდღიურ, დატვირთულ პრაქტიკაში უნდა გამოცადოთ თავი. ეს ერთი თვე თქვენთვის ყველაფერია, თქვენი კარიერის დასაწყისი, რომელიც მომავალში დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ.“ - გიორგი მელაძე, არემჯის საზაფხულო სკოლის მონაწილე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.

ერთთვიანი სტაჟირების შემდეგ, სექტემბერში სტუდენტებისთვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება,  რომელზეც პროექტში ჩართული ახალგაზრდები არემჯის მენეჯმენტის წინაშე  ჯგუფურ პრეზენტაციებს წარადგენენ. საზაფხულო სკოლა ტრადიციულად საზეიმოდ, სერთიფიკატებისა და სამახსოვრო საჩუქრების გადაცემით დასრულდება.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში არემჯი მიჰყვება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხიანი განათლების ხელშეწყობაა. ამ კუთხით, კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის აღსანიშნავია ის სტუდენტური პროგრამები, რომელთაც არემჯი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით ბევრი წელია უდგას სათავეში.

 

გამოგვყევით