logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

სამედიცინო დაზღვევის ბაზრის ზრდის ტემპები განახევრდა

სამედიცინო დაზღვევის ბაზრის ზრდის ტემპები განახევრდა

1756720690

სამედიცინო დაზღვევის ბაზრის ზრდის ტემპები მკვეთრად შემცირდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 6 თვეში კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე 375 მილიონი ლარის პრემია მიიზიდეს, რაც, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით (341 მილიონი ლარი) დაახლოებით 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2024 წლის ნახევრის მონაცემებით კი ბაზრის ზრდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით (280 მილიონ ლარამდე მიზიდული პრემია 2023 წლის პირველ ნახევარში) 22%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ზრდა განახევრდა.

ამასთან, წელს პოლისების რაოდენობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 4%-ით, 765,812-მდეა გაზრდილი.

შემცირებაა ზოგადად, დაზღვევის მთლიან ბაზარზეც, სადაც 2025 წლის 6 თვეში 802 მილიონი ლარის პრემია იქნა მიზიდული - ზრდა 11%. წინა წელს ეს მაჩვენებელი ლარში 712 მილიონი იყო, ზრდა კი 17%-ს შეადგენდა. 

jandacva.ge

გამოგვყევით