logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ComCom: შევიმუშავეთ გზამკვლევი, რომელიც მედიისთვის კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნების ეფექტიანად აღსრულებას უზრუნველყოფს

ComCom: შევიმუშავეთ გზამკვლევი, რომელიც მედიისთვის კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნების ეფექტიანად აღსრულებას უზრუნველყოფს

1756712403

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების სწორად და ეფექტიანად აღსრულების მიზნით, მაუწყებლებისთვის შინაარსობრივი მოთხოვნების, კერძოდ, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ჯეროვანი სიზუსტის, პასუხის უფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და საგანგებო ვითარების გაშუქების შესახებ გზამკვლევი გამოაქვეყნა. გზამკვლევის  გამოქვეყნების მიზანია, მაუწყებლებისთვის წინასწარ განჭვრეტადი გახდეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის ხედვები და კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ComCom-ის მიდგომები, რაც მათ საქმიანობის  სწორად წარმართვაში და კანონის დაცვაში დაეხმარებათ.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით მაუწყებლებს ევალებათ ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით გადასცენ მაყურებელს. ასევე, დაიცვან სამართლიანობის და მიუკერძოებლობის სტანდარტი, მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან ფაქტი და მოსაზრება, ახალ ამბებში და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში არ გამოხატონ საკუთარი პოზიცია. კანონმდებლობა აწესრიგებს ისეთ საკითხებსაც, როგორებიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირების უფლებების დაცვა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში ასეთი კანონმდებლობა მრავალი წელია მოქმედებს და მის დაცვას მედიამომსახურების სფეროს მარეგულირებელი ორგანოები ზედამხედველობენ. ჩამოთვლილი ჟურნალისტური სტანდარტებით მაუწყებლობა მაყურებელთა უფლებების დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული საკითხებიდან ნაწილი მანამდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით არ რეგულირდებოდა და მხოლოდ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული  ცვლილებებით კი დადგინდა აღნიშნული მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კანონში ცვლილებამდე შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომუნიკაციების კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების კომისიას აღნიშნულ საკითხებზე სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ გზამკვლევი ემსახურება კანონმდებლობის განმარტების თაობაზე მედიამომსახურებების სფეროს მარეგულირებელი ორგანოს ხედვის ილუსტრირებას და არ აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა.

კომუნიკაციების კომისის მიზანია, რომ გზამკვლევი მაუწყებლებს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაში დაეხმაროს.

გამოგვყევით