გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტში, ნოღელა-ცხენისწყლის მასივზე სამუშაოებს ახორციელებს.
სოფელ მარნის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული არხი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 90 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
მოწესრიგებული სამელიორაციო არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 12,395 ჰექტარი მიწის ფართობი.