logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-ს საგრანტო პროგრამის "₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები ქვემო ქართლის რეგიონში ცნობილია

GITA-ს საგრანტო პროგრამის "₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები ქვემო ქართლის რეგიონში ცნობილია

1763544168

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტები:

  • CTech - სტარტაპი მიზნად ისახავს კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ანალიზის პროცესის ავტომატიზაციას AI-ის გამოყენებით, რაც შეამცირებს 99%-ით CT-ის ანალიზის დროსა და შეცდომების რისკს ანალიზის პროცესში.
  • Legart - სტარტაპის მიზანია AI-ის გამოყენებით ლეგალური დოკუმენტების შექმნის პროცესის სრულ ავტომატიზაცია, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. Legart ამცირებს ხელშეკრულების მომზადების დროს 90%-ით და მნიშვნელოვნად ამცირებს სამართლებრივი შეცდომების რისკს.
  • VerifAI - ს მიზანია სადაზღვევო კომპანიებისთვის გაამარტივოს განაცხადების, პოლისებისა და მოთხოვნების დამუშავება AI სადაზღვევო ასისტენტის მეშვეობით, რომელიც ავტომატურად აანალიზებს განაცხადებს, ამოწმებს დოკუმენტებს, აფასებს რისკებს, ადგენს რეგულაციებთან შესაბამისობას, ამცირებს თაღლითობის რისკს და უზრუნველყოფს მონიტორინგის სრულ პროცესს.
  • სტომატოლოგიური მასალების მარკეტფლეისი - სტომატოლოგიური მასალების სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სტომატოლოგიურ კლინიკებსა და მაღაზიებს. პლატფორმის საშუალებით გამარტივებული იქნება, ერთის მხრივ, მარაგების კონტროლი, ხოლო, მეორეს მხრივ, გადახდებისა და მიწოდების პროცესი.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს აღნიშნული პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოს 9 რეგიონში და გამოვლინდა 31 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.

მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 5 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა  ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

 

 

გამოგვყევით