logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

აჭარაში 71.77 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება

აჭარაში 71.77 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება

1726547940

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის ბიუჯეტი 59 824 980 ლარს შეადგენს.უწყების  ინფორმაციით,  რეგიონში 30 მიმართულებით მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და რეაბილიტაცია უტარდება 71,77 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას. შენდება და რეაბილიტაცია უტარდება 22 ხიდს, შენდება 217 საყრდენი კედელი, ეწყობა 46 დამცავი და წყალარინების ნაგებობა, 90 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ეწყობა ბეტონის საფარი, ორმულად კეთდება 10 000 კვ.მ. საავტომობილო გზა, ეწყობა 444 მეტრი სიგრძის წყალგამტარი მილები, ჩამონაშალებისგან იწმინდება და შანდაგდება 1000 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა

უწყების ცნობით, 2025 წლის ბიუჯეტი 67 509 000 ლარით არის განსაზღვრული. დაგეგმილია 33 მიმართულებით 91,32 კმ. სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, 258 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მოწყობა, 10 000 კვ.მ. ორმული შეკეთება, 450 მეტრი სიგრძის წყალგამტარი მილების მოწყობა, 1000 კმ. სიგრძის გზის ჩამონაშალებისგან გაწმენდა, მოხრეშვა-მოშანდაგება, 90 კმ. სიგრძის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა. 

გამოგვყევით