logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

იტალიამ, ალბანეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც განახლებადი ენერგიისთვის წყალქვეშა კაბელის გაყვანას ითვალისწინებს

იტალიამ, ალბანეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც განახლებადი ენერგიისთვის წყალქვეშა კაბელის გაყვანას ითვალისწინებს

1736936100

იტალიამ, ალბანეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ადრიატიკის ზღვაში განახლებადი ენერგიისთვის წყალქვეშა კაბელის გაყვანას ითვალისწინებს.

პროექტის ღირებულება, სულ მცირე, ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.

ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აბუ-დაბიში მომავლის ენერგეტიკის სამიტზე განაცხადა.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა ამ პროექტის, რომელშიც ჩართულია ჩვენი სამი მთავრობა, ასევე ჩვენი კერძო სექტორი და ქსელის ოპერატორები“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

სამმხრივი პარტნიორობა ითვალისწინებს მწვანე ენერგიის წარმოებას ალბანეთში და წყალქვეშა კაბელებით იტალიაში ექსპორტს.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას თქმით, პროექტის მონაწილეები არიან იტალიური ოპერატორი კომპანია Terna და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ენერგოკომპანია Taqa.

როგორც ალბანეთის ლიდერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურა დააკავშირებს ალბანეთის, ვლორეს პორტს იტალიის, აპულიის რეგიონთან და მისი ამოქმედება უახლოეს სამ წელში იგეგმება.

1tv.ge

გამოგვყევით