საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა გრძელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 140,739 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან 22.7%-ია. აღსანიშნავია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების მოგზაურები და რეზიდენტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.
საქართველოში გასულ წელს საუდის არაბეთიდან 88,298 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 21%-ია. ქუვეითიდან კი 2024 წელს 27,277 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 38.9%-ია.